ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებით, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრების გამოთქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღეს ნაადრევია.მიტროპოლიტის განცხადებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება შესწავლას მოითხოვს.მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია ზოგადად მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს უფლებას, რომ ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია, რადგან ისტორიულად ცნობილია, რომ ამ მიწაზე მოციქულმა იქადაგა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, ვის მიერ და რა პირობით უნდა იყოს ეს ავტოკეფალია მინიჭებული.ამასთან, მიტროპოლიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. შეგახსენებთ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსი 6 იანვარს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქმა გადასცა