ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მიტროპოლიტი განმარტავს, ის გამოძიებას ნდობას უცხადებს. მისივე თქმით, დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოკრული ნათქვამით ადამიანის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება არასწორი საქციელია.