ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ზღაპარს უწოდებს წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმეს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს.
როგორც მეუფე იოანე ამბობს, ამ საკითხზე მამა გიორგის თავის დროზე, 30 წლის წინ უნდა ელაპარაკა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ "ფეისბუქში" 1988 წელს მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.