მეუფე იაკობისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი ტყეების ეკლესიებისთვის გადაცემის ინიციატივას - Palitra News

მეუფე იაკობისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი ტყეების ეკლესიებისთვის გადაცემის ინიციატივას

2020-05-28 14:06:58+04:00

ბოდბელი ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის საკითხს ეხმაურება. როგორც წირვის შემდეგ მეუფემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია რატომ მოჰყვა საკითხს აჟიოტაჟი.

"თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს?", - განაცხადა სასულიერო პირმა. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ეკლესია ტყეს სახელმწიფოს უკანაც დაუბრუნებს.