ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებაზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ საქმემ მთელი საქართველო გააერთიანა. მეუფე იაკობის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და რამდენიმეჯერ სიკვდილსაც კი გადაარჩინა. მისივე თქმით პოლიტიკოსების არასწორმა უერთიერთობამ გამოიწვია ის რომ ადამიანების ნაწილი ვაჟას პროვოკაციაზე საუბრობს თუმცა ასაევე აღნიშნავს რომ ვაჟას ეს მოსაზრებები არ ეწყინება რადგან დიდსულოვანი ადამიანია.