საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით დელიმიტაციის საკითხებზე საუბრის დაწყებამდე, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომლიც მანამდე არსებობდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დელიმიტაციის კომისიას არ უმუშავია.
ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, კომისიის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება მთავრობის უახლოეს სხდომაზე მოხდება.
დავით გარეჯის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე სასულიერო პირებსაც გააჩნიათ საკუთარი აზრი. მეუფე იაკობის განცხადებით ის არ გამორიცხავს რომ თუკი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ გაგრძელებენ დავით გარეჯში, მონასტრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვას, სასულიერო პირები აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ