ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს გამოეხმაურა. მეუფე იაკობი თვლის, რომ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების თაობაზე საპატრიარქოს გადაწყვეტილება სამართლიანია. მეუფე იაკობმა მამა ანდრია სარია მეუფე პეტრეს შეადარა და აღნიშნა რომ ის ჭორიკანა და მატყუარაა.
ჟურნალისტების კითხვაზე, დაისაჯა თუ არა მამა ანდრია სარია მეუფე პეტრეს მხარდაჭერის გამო, მეუფე იაკობმა პირდაპირი პასუხი არ გასცა. შეგახსენებთ, 22 იანვარს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გარემოცვის წევრს და ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს, მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწყვიტეს.