მეუფე გრიგოლი - საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისგან უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე მილოცვისგან თავის შეკავებას ეხმაურება - Palitra News

მეუფე გრიგოლი - საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისგან უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე მილოცვისგან თავის შეკავებას ეხმაურება

2019-01-14 13:10:48+04:00

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მილოცვაზე თავის შეკავება, გულდასაწყვეტია და არ არის განსაკუთრებულად შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მეუფე მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად, და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ "ახალი" ცენტრის ორბიტაზე, ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის.