მეუფე დიმიტრი და მამა რევაზ სიხარულიძე დღეს მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს მოინახულებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.მისივე თქმით, მამა გიორგისთან საპყრობილეში შესასვლელად საშვი ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ აიღო. „მამა რევაზი იმყოფებოდა და აიღო საშვი. მეუფე დიმიტრი და მამა რევაზ სიხარულიძე შევლენ და მსჯავრდებულს მოინახულებენ“, – განაცხადა მამა გიორგიმ.