22:22
21 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
მეცნიერებმა შესაძლოა ბავშვებში ლეიკემიის პროგრესირება შეაფერხონ - რა დადგინდა ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით?
27-06-2019

ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლეიკემიისთვის გადამწყვეტი ცილის (MLL) სტაბილიზებით შესაძლოა შენელდეს დაავადების სიჩქარე. კლინიკურ კვლევებზე სპეციალისტები სავარაუდოდ უახლოეს 3-5 წელიწადში გადავლენ.

სადღეისოდ MLL ტრანსლოკაციის ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა გადარჩენის მაჩვენებელი 30 %-ს შეადგენს. ამ პათოლოგიის დროს პაციენტებს აღენიშნებათ სისხლის წითელი ბურთულაკების ანომალურად მცირე რიცხვი, რაც ანემიას იწვევს, ამასთან, პაციენტებს სისხლში 80-ჯერ მეტი თეთრი უჯრედი აქვთ, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს. სწორედ ეს უჯრედები აღწევს სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში და იწვევს სიკვდილს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები შეისწავლიდნენ მწვავე მიელოიდურ ლეიკოზსა და MLL გენის მუშაობას COMPASS ცილოვანი კომპლექსის ჩარჩოებში. გაირკვა, რომ ბოლო პერიოდში COMPASS კომპონენტები ხშირად ვლინდება სიმსივნურ მუტაციათა საძიებლად ჩატარებულ ანალიზებში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები