მკვლევარებმა მფრინავი მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ღამურას ჰგავს და მასავით მანევრირებს. გამოგონება სულ რაღაც 93 გრამს იწონის. რობოტის საიდუმლო მის კომპლექსურ ფრთებშია, რომლებიც მსუბუქი სილიკონის ნახშირბადის ბოჭკოებზე გადაჭიმვითაა დამზადებული. თითოეულ ფრთაში ცხრა შეერთების ადგილია (სახსრები), თუმცა, მათ გარდა, მფრინავ მოწყობილობას რეგულირებადი ფეხებიც ეხმარება კურსის აღებაში. მომავალში ღამურა-ბოტებმა შეიძლება ამჟამად ფართოდ გავრცელებული დრონები ჩაანაცვლონ.