გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური საღეჭი რეზინი, რომელსაც შეუძლია პირის ღრუს დაავადებათა დიაგნოსტირება. სტატისტიკის თანახმად, აღნიშნული პრობლემა მოსახლეობის 5 პროცენტს აღენიშნება. საღეჭი რეზინის ფორმით მოწოდებული სწრაფი და მოხერხებული ტესტი, სახლის პირობებშივე იძლევა პირის ღრუს ანთებითი პათოლოგიების გამოვლენის საშუალებას. საიდუმლო კევის შემადგენლობაშია. მასში შედის სპეციალური ნივთიერება, რომელიც მგრძნობიარეა ანთებითი პროცესის დროს გამოყოფილ ფერმენტებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებსაც კბილების იმპლანტატები აქვთ, რადგან მათ პირის ღრუში განვითარებული ანთება ხშირად მოგვიანებით ეტაპზე ვლინდება, დაგვიანებით დიაგნოსტირებულმა ანთებამ, მედიკოსების განცხადებით, შესაძლოა პირის ღრუს რბილი და ძვლების დაზიანება და დაშლა გამოიწვიოს. ახალ სადიაგნოზო ტესტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.