მეცნიერებმა მსოფლიოს პირველი ელექტრონული ველოსიპედი შექმნეს, რომელიც წყალზე გადაადგილდება. ამ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. ახალ ზელანდიაში დაარსებული კომპანია Manta5 წლების განმავლობაში მუშაობდა ელექტრონული ველოსიპედის შექმნაზე, რომელიც ჩვეულებრივი ველოსიპედის მსგავსად იმუშავებდა და წყლის ზედაპირზე მოკლე მანძილის დაფარვას შეძლებდა. რამდენიმე კვირის წინ მათ შექმნეს მოდელი, რომელსაც ლოს-ანჯელესის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენაზე უახლოეს მომავალში წარადგენენ.
Manta5-ის განმარტებით, ველოსიპედის ხმელეთზე გადატანა მარტივად იქნება შესაძლებელი, რადგან ის 20 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. მათი თქმით, მისი ყიდვა მიმდინარე წლის ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.