ფრანგმა და ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გვინეური პავიანები (Papio papio) ადამიანის ხმოვან ბგერებს იყენებენ. მათი თქმით, მაღალგანვითარებული პრიმატებისთვის საერთო სალაპარაკო ენის საბაზო ელემენტები 25 მლნ წლის წინ გაჩნდა. შესაბამისი კვლევა ჟურნალ PLoS ONE-ში გამოქვეყნდა.