მარილის ჭარბი დოზით მიღება გულის დაავადებათა განვითარების რისკს ზრდის. ჯანდაცვის კვლევითი ინსტიტუტმა (PHRI) მაკმასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, გამოიკვლიეს მარილის ის დოზა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. კვლევის თანახმად, დღეში 3-დან 5 გრამამდე მარილი ადამიანის გულს არ ვნებს. ამავე კვლევის მიხედვით, მათ, ვინც ამაზე მეტ მარილს მოიხმარენ, შეიძლება არ შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა, თუ ისინი დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს, რძის პროდუქტებს, კარტოფილსა და კალიუმით მდიდარ საკვებს მიირთმევენ.