ადამიანს შეუძლია, რამდენიმე დღე იცოცხლოს საკვებისა და წყლის გარეშეც კი, მაგრამ სისხლის სერიოზული რაოდენობის დაკარგვის შემთხვევაში, ყველაფერი საათებსა და წუთებზე ხდება დამოკიდებული. სისხლის შემცვლელ ხსნარებს დახმარების გაწევა ყოველთვის არ შეუძლიათ, უმეტესი მათგანი, როგორც წესი, დაკარგული სისხლის მოცულობას ავსებს, თუმცა ამავდროულად, მათ არ შეუძლიათ სისხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის - ჟანგბადის გადატანის შეთავსება. სისხლის გადასხმაც ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ მსგავსი შემთხვევებისთვის, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა შექნეს ადამიანის სისხლის სინთეტიკური ანალოგი, რომელსაც 2 დღე-ღამის განმავლობაში ჟანგბადის გადატანა შეუძლია.