ჩინელ პალეონტოლოგმა, ჩინგ ლიდანმა ქარვის ნატეხი იყიდა და წარმოუდგენელი სიურპრიზი დახვდა. მასში დინოზავრის ბუმბულიანი კუდი იყო გაქვავებული და 99 მილიონი წლის წინა პერიოდს მიეკუთვნებოდა.
კუდი ახალგაზრდა ცელუროზავრს ეკუთვნოდა, რომლის ზომა თანამედროვე ბეღურის ზომა იყო. კვლევების მიხედვით მხატვრებმა ამ არსების პორტრეტი გააკეთს. აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში მეცნიერებმა დინოზავრის ჩონჩხის მუმიფიცირებული ნაწილი იპოვეს. ამ დროისთვის პალეონტოლოგებს მხოლოდ დინოზავრების ეპოქაში მცხოვრები ფრინველების ფრთების ნაწილები ქონდათ მოპოვებული.