ბევრი პაციენტი, დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილით, ხარისხიან იმპლანტანტებს საჭიროებს. ხელოვნური ქსოვილი ორგანიზმმა შეიძლება გამოაძეოს. შვეიცარიელმა მეცნიერებმა ამ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტეს. მათ, ადამიანის ღეროვანი უჯრედების საშუალებით, ხრტილის შექმნის საშუალებას მიაგნეს.ბაზელის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ სასახსრე ხრტილის განვითარების რეგულირება გარედანაცაა შესაძლებელი. საჭიროა ძვლის მორფოგენეტიკური ცილის სასიგნალო გზის ბლოკადა. ძვლის მორფოლოგიური ცილის კონკრეტული აქტიური მონაკვეთების დროებითმა ბლოკადამ სპეციალისტებს სტაბილური ხრტილოვანი ქსოვილის მიღების საშუალება მისცა. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ახალი მეთოდი სახსრების მკურნალობაში დაინერგება. აღსანიშნავია,რომ ჩინელმა მეცნიერებმა მუხლის სახსრის აღსადგენად,ძვლის ქსოვილის სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნოლოგია გამოიყენეს ძლიერი პათოლოგიური ცვლილებებისას, სახსრის გამოცვლა ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად ითვლება. თუმცა სტანდარტული პროთეზები უნდა შეესაბამებოდეს თითოეულ პაციენტს, რაც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. თავის მხრივ სამგანზომილებიან პრინტერზე პროთეზის დაბეჭდვა ამ პრობლემას ააცილებს - პროთეზი პაციენტს იდეალურად ესადაგება.