როკფელერის უნივერსიტეტში საინტერესო კვლევა ჩატარდა. მეცნიერებმა შეისწავლეს ის ბაქტერიები, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი შეიცავს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანის ორგანიზმს უძლიერესი ანტიბიოტიკის გამომუშავება შეუძლია. კვლევის ავტორის, შონ ბრედის განცხადებით, საქმე ეხება გუმიმიცინ A და B-ს. ამ სუბსტანციებს შეუძლიათ გაანადგურონ ვერაგი ბაქტერიები, რომლებზეც არსებული პრეპარატები სათანადო გავლენას ვერ ახდენს.როგორც შონ ბრედი აღნიშნავს, სწორედ ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებული ანტიბიოტიკი გუმიმიცინი აძლიერებს სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების აქტივობას და ეფექტურს ხდის მათ მოქმედებას.