ელექტრონიკისა და ელექტროტექნიკის ინსტიტუტის მეცნიერები უპრეცენდენტო პროექტზე მუშაობენ. მათ შეძლეს ადამიანს სუნი ვირტუალურად შეაგრძნობინონ. ისინი სუნის სტიმულირებას ყნოსვითი რეცეპტორების გაღიზიანებით ახერხებენ. ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეებს ცხვირში სპეციალური ზონდი უნდა განეთავსებინათ, რომელზეც კამერა და ელექტროდები იყო მიმაგრებული. სწორედ აღნიშნული ელექტროდების საშუალებით, კერძოდ, სიგნალების სიხშირისა და ინტენსივობის ცვლილებით ხდებოდა ყნოსვის რეცეპტორების სტიმულირება და სუნის შეგრძნება. მეთოდი ეფექტური გამოდგა. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები აღწერდნენ თუ რის სუნს გრძნობდნენ, მათ შორის იყო ხილის, ტკბილეულის, შემწვარი ხორცისა და ხის სუნი.რა თქმა უნდა, ამ ექსპერიმენტის მიზანს არ წარმოაგდენდა სამომავლოდ მსგავსი ზონდების შექმნა, რომლის დახმარებითაც ადამიანები მათთვის სასურველ სურნელს შეიგრძნობდნენ. ამ პროექტით მეცნიერებმა უბრალოდ შეამოწმეს, თუ რამდენად მუშაობდა აღნიშნული მეთოდი და მცდელობის შედეგად დაასკვნეს, რომ მსგავსი მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია იმ პაციენტების დახმარება, რომელთაც დაზიანებული აქვთ ყნოსვითი რეცეპტორები.