მეცნიერების განცხადებით, თითქმის ყველას შეუძლია შეამციროს დემენციის რისკი, მაშინაც კი თუ ეს დაავადება ოჯახში ვინმეს ჰქონდა. ამისთვის საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. დაახლოებით 200 000 ადამიანზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, კვლევაში მონაწილეთა შორის დემენციის რისკი თითქმის მესამედით შემცირდა. კვლევა ექსეტერისუნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. შედეგები ალცჰაიმერის ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს.კვლევის დროს სპეციალისტებმა მონაწილეებს ჯანსაღი ცხოვრების წესი განუსაზღვრეს, რაც გულისხმობდა ვარჯიშსა და შესაბამის კვებას. კვლევაში მონაწილე ის ადამიანები, რომლებიც: არ ეწეოდნენ სიგარეტს; ვარჯიშობდნენ კვირაში ორსაათნახევრის განმავლობაში; მიირთმევდნენ დაბალანსებულ დიეტას - დღიურად სამ პორციაზე მეტი ხილის და ბოსტნეულის, ასევე კვირაში ორჯერ თევზის ჭამას; იშვიათად მოიხმარდნენ გადამუშავებულ ხორცს; დღიურად მოიხმარდნენ მაქსიმუმ ერთ ჭიქა ლუდს, დემენციის რისკი შეუმცირდათ.ცუდი ცხოვრების წესი გულისხმობდა: სიგარეტის მოწევას, არარეგულარულ ვარჯიშს, კვირის განმავლობაში ცოტა რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღებას, გადამუშავებული ხორცის ჭამას, ასევე სამ პორცია ლუდზე მეტის დალევას.64 წლის 196 383 ადამიანზე კვლევა 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალისტებმა გააანალიზეს მათი დნმ-ი, რათა გაეგოთ დემენციის წარმოქმნის გენეტიკური რისკის შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ 1000 ადამიანში დემენციის 18 შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუ ის დაბადებული იყო დემენციის მაღალი რისკის მქონე გენით და ამასთან ეწეოდა არაჯანსაღ ცხოვრების წესს. მაგრამ ეს მაჩვენებელი შემცირდა ყოველ 1000 ადამიანში 11 ადამიანამდე, თუ ამ მაღალი რისკის მქონე ჯგუფში შემავალი ადამიანები ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდნენ.