გერმანელი მეცნიერები გულის კუნთის მკურნალობას ხელოვნურად შექმნილი ქსოვილით მიმართავენ. გულის უკმარისობის მკურნალობის სადღეისოდ გავრცელებული მეთოდები ძირითადად მიოკარდიუმის (გულის კუნთოვანი გარსის) ქსოვილში მიმდინარე დეგენერაციული პროცესების შეფერხებაზეა ორიენტირებული. გოტინგენის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერებმა შეიმუშავეს გულის კუნთის აღდგენის მეთოდი სპეციალური ტექნოლოგიით, რომელიც გულისხმობსღეროვანი უჯრედების გამოყენებას.