ედინბურგის უნივერისტეტის მეცნიერები ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ რინოვირუსის სამკურნალო საშუალებაზე. რინოვირუსი გაციების გამომწვევი ძირითადი ვირუსია. მკვლევარები სწავლობდნენ სხვადასხვა ძუძუმწოვარას ანტიმიკრობულ პეპტიდებს. აღმოჩნდა, რომ ყველა ამ პეპტიდს რინოვირუსთან საბრძოლველად აუცილებელი სხვადასხვა თვისება გააჩნდა.სპეციალისები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა გაციების მკურნალობის ახალი მეთოდის შემუშავებას შეუწყობს ხელს. ეს შესანიშნავი სიახლეა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფილტვების ქრონიკული დაავადებები (როგორიცაა ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დავადება) აწუხებთ.სიცოხლის მანძილზე ადამიანი 200-ჯერ მაინც ცივდება. ბავშვები შეიძლება წლის განმავლობაში 2-4-ჯერ გაცივდნენ. დღეისათვის გაციების მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს. მხოლოდ-0:16დასვენებით, დიდი რაოდენობით სითხეების მიღებითა და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებითაა შესაძლებელი გაციების სიმპტომების შემსუბუქება.