კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშობენ ვაქცინაზე,რომელიც მიმართული იქნება კანზე მცხოვრები ბაქტერიული ტოქსინებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ. დამტკიცებულია, რომ ბაქტერიული ტოქსინის ანტისხეულებს შეუძლია კანის ანთების შემცირება.ვაქცინით შესაძლებელი იქნება ანტიბიოტიკებისა და სისტემური რეტინოიდების გამოყენებისას განვითარებული უსაიმოვნო გვერდითი მოვლენების თავიდან აცილება. acnes (აკნეს) ბაქტერიების მიერ გამოყოფილი ტოქსინები , იწვევს ანთებით რეაქციას. ამ ანთების დათრგუნვის შესაძლებლობა მეცნიერებმა შეამოწმეს ადამიანისა და ლაბორატორიული თაგვების კანის უჯრედების კულტურაზე.ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ანტისხეულებზე. აღმოჩნდა, რომ მონოკლონური ანტისხეულები ამცირებს ანთებით რეაქციას. მეცნიერების აზრით, აკნეს იმუნოთერაპიით შესაძლებელი იქნება კანის გასუფთავება ისე, რომ არ დაზიანდეს სასარგებლო ბაქტერიები.