ჩინელი მეცნიერები 2020 წლისთვის ორბიტაზე ხელოვნური მთვარის გაშვებას აპირებენ, რათა მან ღამეში ქუჩები გაანათოს. მეცნიერებს სურთ, რომ ხელოვნური მთვარე ქალაქ ჩენდუს, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციის დედაქალის ცაზე განათავსონ. ხელოვნური მთვარე რეალურად განათებული თანამგზავრია, რომელსაც არეკვლისთვის განკუთვნილი ზედაპირი ექნება. მეცნიერების განმარტებით ხელოვნური მთვარე უფრო ნათელი იქნება, და დედამიწასთან უფრო ახლოსაც განთავსდება.