თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან მიწები იჯარით აქვთ აღებული, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თბილისის ტერიტორიაზე 200 ასეთი კაფე-ბარი ფუნქციონირებს. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯი მეწარმეების მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.