მეტროსადგურში დაკავებულ თეიმურაზ მენაბდიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას. როგორც ნაიმი იასაღაშვილი აღნიშნავს, მან სატრანსპორტო კომპანიისგან გამოითხოვა სრული ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული უნდა ყოფილიყო მეტროსადგურში ორი მოქალაქის დაკავება. თუმცა ადვოკატი აღნიშნავს, რომ სატრანპორტო კომპანიამ სასამართლო განჩინების გარეშე მასალის გადაცემაზე უარი განუცხადა, ხოლო ვიდეომასალის ნაწილზე კომპანიაში განაცხადეს, რომ სათვალთვალო კამერები არ მუშაობენ. ცნობისთვის საქალაქო სასამართლოში მეტროსადგურში ”თავისუფლების მოედანი” ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო სხდომა მიმდიანარეობს. იხილეთ: