თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურმა "წერეთელმა" მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა და მგზავრების მიღება დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, დილის ათ საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე მცირედი დაკვამლიანების გამო, სადგური დროებით დაიხურა, მგაზვრების ევაკუაცია კი სამაშველო სამსახურებმა განახორციელეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა ხარვეზის აღმოფხვრა დროულად მოახერხეს, ასევე, დეტალურად შეამოწმეს ესკალატორის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა. კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ "წერეთლზე" მგზავრების გადაადგილება უსაფრთხოა.
იხილეთ:
კადრები მეტროსადგურ "წერეთლიდან", სადაც ძლიერი დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცია მოხდა