თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ყველა სახის სამშენებლო სამუშოები დასრულებულია და 20 სექტემბრამდე სადგური სატესტო რეჟიმში იმუშავებს. მეტროსადგურს ოთხი ამოსასვლელი ექნება და უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და დაახლოებით, 84 მილიონი ლარი დაიხარჯა. მშენებლობა ფაქტიურად 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. სამუშოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა, ესპანურმა კომპანიამ კობრა ასიგნიამ განახორციელა.