22:17
22 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება - როგორი იქნება განახლებული სადგური?
23-05-2019

მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 მილიონ 45 ათას 650 ლარია.

პროექტის თანახმად, გადახურვის გარდა დაგეგმილია მათ შორის - მეტროსადგურის ვესტიბიულში იატაკის მოწყობა ბუნებრივი გრანიტით, კედლისა და ჭერის  დეკორატიული გაფორმება, ბაქანზე დასაჯდომების მონტაჟი და ა.შ. სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 210 კალენდარული დღეა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები