მეტროსადგურ "სამგორში" მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მგზავრებს მატარებლის დატოვება მოუწიათ. როგორც პალიტრანიუსს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრაობა მეტროში რამდენიმე წუთში აღდგა."სამგორის" სადგურზე მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ჩვენ კონკეტული შემადგენლობა დავცალეთ მგზავრებისგან. სათადარიგო შემოვიყვანეთ, რათა გადავიყვანოთ მატარებელი ჩიხში. რამდენიმე წუთში ყველაფერი დასრულდა და მოძრაობა მეტროში აღდგა" - განუცხადეს "პალიტრანიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში".