მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები აიღეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მისცეს. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია. მათივე თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან და წასასვლელი არსად აქვთ.