მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" გარემოვაჭრეების აქცია გაიმართა. როგორც ისინი აცხადებენ, მერიამ მათ ბაზრობის ტერიტორიაზე კონკრეტული ადგილები შესთავაზა, თუმცა იქ მუშაობა არ იქნება და თან დახლების დასამზადებლად 50-50 ლარი უნდა გადაიხადონ.აქციის მონაწილეები, არსებული ვალების გადასაფარად, გრძელვადიანი შეღავათიანი სესხების მიღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან. აქციას "დემოკრატიის ინსტიტუტის" ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილიც ესწრებოდა.
იხილეთ:
რა ხდებოდა "ახმეტელის" მეტროსთან, სადაც გარევაჭრობის კონსტრუქციები აიღეს