მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრს" რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო სამუშაოები თბილისის მერმა და ვიცე მერმა დაათვალიერეს. სადგურის კაპიტალური რეაბილიტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის ინიციატივით მეტრო სადგურების განახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივიტ 2017 წელს კიდევ 4 სადგური განახლდება.