მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" დიდუბის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. არსებული ინფორმაციით სავარაუდოდ, "გურამიშვილის" სადგურში ტექნიკური ხარვეზია, რის გამოც მატარებელი გვირაბშია გაჩერებული.
თავის მხრივ, "თბილისის მეტროპოლიტენის" განმარტებით, მატარებლები დროებით დიდუბე-ვარკეთილის მიმართულებით იმოძრავებენ.