თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, ცოტა ნით მატარებლები იყო გაჩერებული. კონკრეტულად კი, როგორც პალიტრანიუსს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრაობა დროებით შეფერხდა ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია და მეტრო სრული დატვირთვით მუშაობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გვირაბში არცერთი მატარებელი არ გაჩერებულა.