პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, რომლებიც "მეტრომანის" ბარათების მეშვეობით თანხებს უკანონოდ ითვისებდნენ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის მამუკა ჭელიძის განცხადებით, მხოლოდ ერთი ბარათის გამოყენებით, დაახლოებით, 200-დან 300 ლარამდე უკანონო შემოსავალს იღებდნენ.
საერთო ჯამში, ბარათებზე ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა. ბარათებს ჯგუფის წევრები მოქალაქეებს, ძირითადად ტურისტებს შედარებით ნაკლებ ფასში სთავაზობდნენ. აღნიშნული პირები კი ბარათებს ტრანსპორტში ანგარიშსწორებისთვის იყენებდნენ.