02:24
19 მაისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მეტრომანები არ უქმდება - რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია
26-01-2022

თბილისის მერიის განმარტებით, მეტრომანები არ უქმდება და კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერჯერადი გადახდის საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასევე სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები - მეტრომანები უქმდება, რაც სიცრუეა.

აღნიშნული სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია.

მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას.

თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

AutoPlay
მიხაილო პოდოლიაკი - მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
თურქეთში, ტრაპიზონთან ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ - დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
მარია ზახაროვა - რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო "სიურპრიზს" ჰპირდება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
უკრაინულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დემენტივკა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
პროკურატურა - დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები