თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროს სადგურ “ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. როგორც კალაძემ განაცხადა, გამოძიება ბოლო ეტაპზეა და განცხადებას უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ 2018 წლის 30 იანვარს ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.