"თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა გარევაჭრობის კონსტრუქციებისგან დაცლილი მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის დახმარებით დაასუფთავეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მორეცხვითი სამუშაოები მგზავრთა ნაკადისა და მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილების გამო ღამის საათებში განხორციელდა.