მეთიუ ბრაიზა - საქართველოში მთავრობის ოპონენტებს აქვთ ტენდენცია, ჰქონდეთ იმედი, რომ კრიზისის დროს აშშ და ევროკავშირი მათი კავალერია იქნება - Palitra News

მეთიუ ბრაიზა - საქართველოში მთავრობის ოპონენტებს აქვთ ტენდენცია, ჰქონდეთ იმედი, რომ კრიზისის დროს აშშ და ევროკავშირი მათი კავალერია იქნება

2021-03-12 09:01:33+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ონლაინ კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასია და დასავლეთი“ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მისი თქმით სტრატეგიულ პარტნიორებს შეუძლიათ დაეხმარონ საქართველოს არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევასა და არსებული კრიზისის დეესკალაციაში.

ბრაიზამ კრისტიან დანიელსონის კრიზისის მედიატორად დანიშვნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ მხარე უფსკრულის კიდესთან მყოფი მხარეები მოლაპარაკებებისკენ დააბრუნოს. მისივე თქმით ქართველებს უფსკრულთან მიუახლოვების ტენდენცია აქვთ და ძალიან უახლოვდებიან კიდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოთი კვლავ აღტაცებული ვართ, გვიყვარს ის და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ტრანსატლანტიკურ ოჯახში, ვფიქრობ, საქართველო ნატო-ს წევრი უნდა იყოს, რადგან ის კომპეტენტურია, ჩვენ ეს გზავნილი უნდა გავაგზავნოთ. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ. ეს ხალხი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ ტენდენცია, ჰქონდეთ იმედი, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია, რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - განაცხდა ბრაიზამ.