მეთიუ ბრაიზა - ამბობენ, რომ გიორგი გახარია კარგი მენეჯერია, მაგრამ 20 ივნისის მერე პროვოკაციულია ეს ნაბიჯი - Palitra News

მეთიუ ბრაიზა - ამბობენ, რომ გიორგი გახარია კარგი მენეჯერია, მაგრამ 20 ივნისის მერე პროვოკაციულია ეს ნაბიჯი

2019-09-09 16:09:12+04:00

ამბობენ, რომ გიორგი გახარია კარგი მენეჯერია, მაგრამ ვინც საქართველოს პოლიტიკას ივნისის მერე აკვირდებოდა, აანალიზებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

მან "პალიტრანიუსის" კითხვაზე, როგორ შეაფასებს ახალი მთავრობის დამტკიცებას და რამდენად შეიძლება მიიღოს სარგებელი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობით, უპასუხა, რომ "ეს პროვოკაციული ნაბიჯია დემონსტრანტებისთვის".

მანვე ისაუბრა იმაზეც, რომ რუსეთიდან გახარიას მისამართით თბილისისა და მოსკოვის პირდაპირ დიალოგზე კეთდება განცხადებები და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გააჩნია რუსეთის ინტერესებს.