მეტეხის ხიდთან მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა - Palitra News

მეტეხის ხიდთან მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

2018-09-08 17:23:10+04:00

მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მაშველებმა მამაკაცის ცხედარი წყლიდან მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიყვანეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია და ამჟამად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.