მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების ნაწილი ნაკრაში მიკროჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება.როგორც ისინი აცხადებენ, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს ყველა დიდი და გიგანტური ჰესის მშენებლობის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.ამასთან, აქციის მონაწილეებმა „სირცხვილის წიგნი“ მიიტანეს და განაცხადეს რომ, ვინც სვანეთის ბუნების გაჩანაგება-განადგურების მომხრეა, ყველა იმ ადამიანის სახელსა და გვარს წიგნში ჩაწერენ და მომავალ თაობას გადასცემენ.როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, წიგნი სამ ადგილას იქნება შენახული: ტაძარში, მუზეუმში, მესამე წიგნის ადგილსამყოფელი კი, მათი თქმით, გასაიდუმლოებული იქნება.