მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშთან, შერეული ტყის მასივზე გავრცელებული ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, 112-ში განხორციელდა ზარი, რომელიც იტყობინებოდა, რომ სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ტყის ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
სიტუაციის შეფასების შემდეგ, ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.