სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში განმეორებითი ტესტირება კორონავირუსზე 837 პირს ჩაუტარდა. როგორც „პალიტრანიუსს“ ნინო ვიბლიანმა განუცხადა, ტესტირება ჩაუტარდათ, საკარანტინე სივრცეში მყოფ პირებს, ლენჯერის თემის მცხოვრებლებს და თვითიზოლაციაში მყოფებს, რომლებსაც 12-დღიანი ვადის შემდეგ უწევდათ ტესტირება. 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა, საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა.