დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 571 -მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა. მისივე თქმით, კარანტინში რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება, მათთვის კი საკარანტინო რეჟიმი 27 აგვისტოს სრულდება.
რაც შეეხება ზოგადად ეპიდემიოლოგიურ სურათს, გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1421 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო სამი დღის განმავლობაში PCR ტესტირება 220-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა. მისივე თქმით, ყველა აღებული ნიმუში უარყოფითია.ამასთან, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველი არაა.