ოქტომბერში, თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი 832 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა საერთაშორისო ვიზიტორები იყვნენ. ამასთან, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები ჯამში, 991 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-ით მეტია.