აგვისტოში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ათას 89 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო, კერძოდ, სვანეთი, უცხოელი ვიზიტორებისათვის და ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
მათივე ცნობით, აგვისტოში ადგილობრივი აეროპორტები ჯამში, ათას 473 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია.