მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ადგილობრივ მოსახლეობასთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ, მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა და ადგილობრივმა მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ და მეწარმეებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების დროს შექმნილი პრობლემების შესახებ ისაუბრეს.